IBERIA TECH AUTOMOTIVE

No data

კითხვა/პასუხი

რა არის VIN კოდი?

ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN).
1981 წლის შემდომ გამოშვებულ ყველა ავტომობილს აქვს უნიკალური 17 სიმბოლოიანი (VIN). იგი გამოიყენება საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მისაღებად კონკრეტულ მოდელზე. ავტონაწილების მწარმოებლები და გამყიდველები სწორედ VIN კოდის მეშვეობით იგებენ მანქანის წლოვანებას, მოდიფიკაციას და ა.შ. ასევე პოლიციასაც სწორედ VIN კოდის მეშვეობით შეუძლია მოძებნოს ავტომანქანა.
ავტომწარმოებლები VIN კოდის მეშვეობით აკეთებენ გახმობებს უკან როდესაც აღმოჩნდება რომელიმე სერია წუნდებული. VIN კოდი მანქანაში რამოდენიმე ადგილზე მდებარეობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბამპერზე (თქვენ შეგიძლიათ ნახოთ VIN კოდი ასევე საქარე მინაზე) და მძღოლის მხარეს კარის ჩარჩოზე . ზოგიერთ ავტომობილზე VIN კოდი განთავსებულია ძრავზე.

როგორ შევარჩიოთ ზეთი ჩვენი ავტოსათვის

საცხები-საპოხი მასალების სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავტომანქანისათვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში არასწორად ზეთის შერჩევა-გამოყენების გამო ავტომანქანას ისეთი პრობლემები ექმნება როგორიც არის : ძრავში ხმაური, ძრავის სრული გაჭედვა, საწვავის წვის მომატება და სხვა თანმდევი ეფექტები. ამისათვის აუცილებელია ავტომანქანის მფლობელმა იცოდეს სწორი ინფორმაცია თუ რა ზეთი უნდა შეურჩიოს თავის ავტოს რომ იყოს დაცული შემდგომი პრობლემებისათვის.
რამოდენიმე რჩევა თუ როგორ შევარჩიოთ და შემდეგ შევიძინოთ ის ზეთი რომელიც მისაღებია ავტომობილისათვის.
1) აუცილებელია ვიცოდეთ ავტომობილის ძრავის ზოგადი მდგომარეობა და რეალური გარბენი
2) აუცილებლად უნდა შეირჩეს ის კონკრეტული ზეთი რომელის დაშვებაც აქვს ამათუ იმ ავტომობილს
3) სასურველია ჩავასხათ ცნობილი ზეთის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია
4) ზეთის შერჩევისას არ უნდა დავზოგოთ თანხა, რადგანაც თანმდევი უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრა გაცილებით ძვირი დაგვიჯდება.